Saturday, August 6, 2011

ხინკალი

პროექტის სახელწოდება: ხინკალი
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ხინკლის, როგორც შესანიშნავი ქართული კერძის ისტორიის  შესწავლა და მომზადება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ხინკლის შესახებ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს ,მსჯელობენ  მისი წარმოშობისა და დამზადების შესახებ.
პროექტის მიზნები:  ამ უნიკალური ეროვნული კერძის მამზადება ,გამოყენება და პროექტის განთავსება ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 3–4 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ხინკალთან დაკავშირებულ ტრადიციებს (სად მოამზადეს პირველად, რამდენ ნაოჭიანს უკეთებდნენ ადრე,ახლა...).  შეიძენენ კვლევის, დაკვირვების, ინფორმაციის მოპოვებისა და პრეზენტაციის გაკეთების უნარ–ჩვევებს. შექმნიან სურათებს, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა და ბლოგი შექმნილი მასალების მიხედით. ისწავლიან დოკუმენტური ფილმების გადაღებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასალა რაც საჭიროა ხინკლის მოსამზადებლად, კომპიუტერი, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა და მიკრო ავტობუსი–ექსკურსიისათვის.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასში კვლევა და ექსკურსია ფშავ–ხევსურეთში. მსჯელობა, დისკუსია მოძიებულ მასალებზე და შემდეგ უკვე ამ კერძის მომზადება თვით მოსწავლეების მიერ.  გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეოს, აღწერენ ხინკლის დამზადებას და წარმოადგენენ მას ნახატების, სურათებისა და დოკუმენტური ფილმის სახით. შექმნილ ფოტო და ვიდეო მასალას განათავსებენ ვებ–გალერიაში, აწყობენ გამოფენას სკოლაში. შექმნიან ხინკლის რეცეპტების ელექტრონულ წიგნს. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია,მათემატიკა,ხელოვნება.ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ კობახიძე
ხელმძღვანელის ელ_ფოსტა: tkobakhidze1@gmail.com
 პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://tkobakhidze.blogspot.com/